ლომთაძე და ამინაშვილი მერვედფინალში გავიდნენ, გოგავა ოლიმპიური საგზურისთვის ბრძოლას გამოეთიშა #1TVSPORT
ლომთაძე და ამინაშვილი მერვედფინალში გავიდნენ, გოგავა ოლიმპიური საგზურისთვის ბრძოლას გამოეთიშა #1TVSPORT

ექვსი მაისიდან ცხრა მაისის ჩათვლით ბულგარეთის დედაქალაქი სოფია ოლიმპიური თამაშებისთვის მსოფლიოს ბოლო სალიცენზიო ტურნირს მასპინძლობს – საგზურებს მხოლოდ ფინალისტები მიიღებენ.

ტურნირზე დღეს საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები – ოთარ გოგავა (57 კგ.), ბექა ლომთაძე (65 კგ.) და სანდრო ამინაშვილი (86 კგ.) გამოვიდნენ.

ბექა ლომთაძემ კანადელი სპორტსმენი დაამარცხა და მერვედფინალში იჭიდავებს. სანდრო ამინაშვილმა ბულგარელ მაგამაევს ანგარიშით 6:5 სძლია და მერვედფინალში აზერბაიჯანელ აბუბაკაროვს შეხვდება.

სამწუხაროდ, ოთარ გოგავამ აზერბაიჯანის წარმომადგენელ გიორგი ედიშერაშვილთან დათმო საკვალიფიკაციო შეხვედრა და ამ წონაში ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები ლიცენზიის გარეშე დარჩა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ექვს და შვიდ მაისს ასპარეზობენ. წინასწარი შეხვედრები 11:00-ზე დაიწყო, ნახევარფინალები კი 20:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 74, 97, 125 კგ. წონით კატეგორიებში საქართველოს ნაკრებს ოლიმპიადის ლიცენზია უკვე მოპოვებული აქვს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები სოფიაში 8-9 მაისს იასპარეზებენ.