თავისუფალი ჭიდაობა - სანდრო ამინაშვილი მეოთხედფინალშია | მინსკი 2019 [ვიდეო]

ქართველ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან მეორე ევროპულ თამაშებში სანდრო ამინაშვილიც ჩაერთო. 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი ამინაშვილი, პირველ შეხვედრაში შვეიცარიელ შტეფან რაიხმუტს დაუპირისპირდა და პირველ პერიოდში ერთქულიანი უპირარტესობა მოიპოვა. მეორეში მეტოქეებმა 2-2 ქულა გაცვალეს და გამარჯვებაც „ბაქო 2015“-ის პრიზიორ ამინაშვილს დარჩა. სანდროს მეტოქე მეოთხედფინალში აზერბაიჯანელი გოსტიევი იქნება.

ასევე მერვედფინალიდან დაიწყებს მძიმეწონოსანი გივი მაჭარაშვილიც. 22 წლის სპორტსმენის პირველი მეტოქე ფინელი იერე ჰეინო იქნება. გამარჯვების შემთხვევაში 23-წლამდელთა შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, მეოთხედფინალში მოლდოველ იაბრაილოვს და რუმინელ ჩინტოანს შორის მოგებულს შეხვდება.

დღესვე ტურნირში იანტბელიძის გუნდიდიან კიდევ ორი ფალავანი ჩაერთვება. ასევე მერვედფინალიდან დაიწყებს ასპარეზობას 23-წლამდელთა შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი (125 კგ.). მისი მეტოქე ფინელი იერე ჰეინო იქნეა. კენჭისყრაზე განთესილი იყო და მეოთხედფინალიდან ჩაერთვება მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების კიდევ ერთ პრიზიორ ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.), სადაც ასევე პირველ წრეში დასვენებულ რუსეთის ნაკრების წევრს, ზაურბეკ სიდაკოვს შეხვდება.

შეგახსნებთ რომ 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მერვედფინალში დამარცხდა და ოქროს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა ლაშა ლომთაძე. რაც შეეხება თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების დარჩენილ ორ წევრს ისინი მინსკის „სპორტის სასახლის“ არენაზე ხვალ გავლენ. 26 ივნისს კვარცხლბეკზე ასასვლელად ბრძოლას ერთერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი სპორტსმენი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ.) და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი, ასევე პირველი ევროპული თამაშების ფინალისტი ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ.) დაიწყებენ.