„თავისუფალ თეატრში“ სპექტაკლ „სკანდალური დღიურის“ პრემიერა გაიმართება [ფოტო]
„თავისუფალი თეატრის“ დასი მაყურებელს საპრემიერო სპექტაკლს სთავაზობს. „სკანდალური დღიური“ ასე ქვია დრამას, რომლის რეჟისორიც ნიკა ჩიკვაიძეა. რეჟისორმა სპექტაკლი ლილე შენგელიას პიესის საფუძველზე დადგა. სპექტაკლის მხატვარი და კოსტიუმების დიზაინის ავტორი კი ანანო დოლიძეა.
სპექტაკლი ფსიქოლოგიური დრამაა, რომელიც მოგვითხრობს სასიყვარულო სამკუთხედზე. მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის რომანზე, რომლის შესახებაც სკოლის კიდევ ერთი პედაგოგი შემთხვევით შეიტყობს და ჩნდება საფრთხე, რომ რომანი შესაძლოა გამჟღავნდეს.
მთავარ როლს სპექტაკლში, სპეციალურად მოწვეული მსახიობი ნანა ფაჩუაშვილი თამაშობს. სპექტაკლში ასევე მთავარ გმირებს განასახიერებენ თამთა ინაშვილი და კახა მიქიაშვილი. ასევე სპექტაკლში მონაწილეობენ: გიორგი იარაჯული, შოთი ჭეიშვილი, კოკო დვალიშვილი და თეატრალური სტუდია „სახეების“ აღსაზრდელები.
სპექტაკლზე 18 წლამდე მაყურებლები არ დაიშვებიან.
სპექტაკლის საპრემიერო ჩვენებები 29 და 30 ნოემბერს არის დაგეგმილი.