თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო ზონაში ექიმების დაკვირვების ქვეშ 21 პირი იმყოფება
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო ზონაში ექიმების დაკვირვების ქვეშ 21 პირი იმყოფება

ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო ზონაში დღეის მდგომარეობით, ექიმების დაკვირვების ქვეშ 21 პირი იმყოფება. მათგან ოთხი სამხედრო მოსამსახურეა, ხუთი ირანის რესპუბლიკის, ხოლო 12 საქართველოს მოქალაქეა.

ექიმების ინფორმაციით, არც ერთი მათგანის შემთხვევაში ვირუსული ინფექციის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არაა დაფიქსიებული. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.