თავდაცვის ინსტიტუციურ აღმშენებლობის სკოლას ნატო-ს აკრედიტაციის ექსპერტთა გუნდი ეწვია
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ნატო-ს აკრედიტაციის ექსპერტთა გუნდი სტუმრობს, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული ვიზიტის მიზანია, შეაფასოს სკოლის, როგორც ნატო-ს ინსტიტუციური აკრედიტაციის მაძიებლის სტატუსის მქონე ინსტიტუტის ხარისხის მართვის სისტემა.
„ვიზიტი იძლევა უნიკალურ და რეალისტურ შანს, ნატო-მ აღიაროს სკოლის სწავლებისა და ორგანიზაციული მართვის სისტემის სრული შესაბამისობა ნატო-ს სტანდარტებთან.
შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ გახსნა, რომელმაც ისაუბრა სკოლის, როგორც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინიციატივის როლსა და მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე ნატო-ს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა ყურადღება სკოლის საერთაშორისო მიღწევებზე გაამახვილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2020 წელს სკოლის სტრატეგიული კომუნიკაციების საბაზისო კურსის ნატოს მიერ შერჩეული (NATO Selected) სტატუსით მოპოვებით, საქართველო გახდა პირველი ქვეყანა ალიანსის პარტნიორ ქვეყნებს შორის, რომელმაც ნატო-ს მიერ სერტიფიცირებული სტრატეგიული კომუნიკაციების კურსი განავითარა.
ნატო-ს ექსპერტების ვიზიტით, საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, DIB სკოლის სახით მიიღოს პირველი სასწავლო დაწესებულება ნატოს ხარისხის მართვის ნიშნით“,- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.