თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ვეტერან ძიუდოისტთა ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს
საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ვეტერან ძიუდოისტთა ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქართველმა სამხედროებმა სპორტის აღნიშნულ სახეობაში სხვადასხვა წონით კატეგორიაში იასპარეზეს და წარმატებებს მიაღწიეს.
„+78 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის კაპრალმა, ირინე ლეონიძემ დაიკავა, +100 კგ წონით კატეგორიაში პრიზიორი გახდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ალექსი დავითაშვილი, ხოლო +81 კგ. წონით კატეგორიაში მეორე ადგილი სპეციალური ოპერაციების სარდლობის სერჟანტმ,, დავით უძილაურმა მოიპოვა. სპორტული შეჯიბრებები ბოსნია-ჰერცეგოვინას დედაქალაქში, სარაევოში გაიმართა“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.