თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ვეტერან ძიუდოისტთა ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს

15:53, 15.07.2024

საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ვეტერან ძიუდოისტთა ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით,  ქართველმა სამხედროებმა სპორტის აღნიშნულ სახეობაში სხვადასხვა წონით კატეგორიაში იასპარეზეს და წარმატებებს მიაღწიეს.

„+78 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის კაპრალმა, ირინე ლეონიძემ დაიკავა, +100 კგ წონით კატეგორიაში პრიზიორი გახდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ალექსი დავითაშვილი, ხოლო +81 კგ. წონით კატეგორიაში მეორე ადგილი სპეციალური ოპერაციების სარდლობის სერჟანტმ,, დავით უძილაურმა მოიპოვა. სპორტული შეჯიბრებები ბოსნია-ჰერცეგოვინას დედაქალაქში, სარაევოში გაიმართა“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

მსგავსი