ტარო კონო - იაპონია აღიქვამს საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს
ტარო კონო - იაპონია აღიქვამს საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს

იაპონია აღიქვამს საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს, ჩვენ ვიზიარებთ საერთო ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორებიც არის თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, – ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარო კონომ ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კონომ აღნიშნა, მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის დროს განიხილეს იაპონია-საქართველოს თანამშრომლობის გზები, რათა უფრო მჭიდრო გახდეს და გაღრმავდეს ურთიერთობები.

„მაგალითად, იაპონია გეგმავს, ითანამშრომლოს საქართველოსთან ახალგაზრდა დიპლომატების, იურისტებისა და სხვა ექსპერტების მხარდაჭერის მხრივ, რომლებიც ქვეყნის მშენებლობაში არიან არიან ძირითადი მოთამაშეები. სახალხო დიპლომატიის გაცვლის ფარგლებში, იაპონიამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, შეემსუბუქებინა სავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვის. ასევე, მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ პოლიტიკურ დონეზე მივაღწიეთ პრინციპულ გადაწყვეტილებას ორმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებაზე საქართველოსა და იაპონიას შორის. დამატებით მინდა, ხაზი გავუსვა, რომ მე მივაწოდე ინფორმაცია მინისტ ზალკალიანს იაპონიის მიდგომებზე კავკასიის რეგიონთან. კავკასიის რეგიონი გახლავთ კარიბჭე, რომელიც აკავშირებს აზიას, ევროპასა და შუა აღმოსავლეთს. სტაბილურობა კავკასიაში არა მხოლოდ რეგიონული დონის საზრუნავი გახლავთ, არამედ უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, „იაპონიის კავკასიის“ ინიციტიავა მოიცავს ორ მიმართულებას. პირველი არის დახმარება ადამიანური რესურსების განვითარებისთვის, სახელმწიფო მშენებლობისთვის. გარდა ამისა, ერთ-ერთი ამოცანაა მიმზიდველი კავკასიის გზის შექმნა, რაც გულისხმობს ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდაჭერას, ბიზნესგარემოს შექმნის მხარდაჭერას.

„მინდა, ხაზი გავუსვა თანამშრომლობის ამ მიმართულებას. ჩვენ გავაგრძელებთ რეგიონული საკითხების განხილვას, როგორებიც არის სიტუაცია აღმოსავლეთ აზიასა და კავკასიის რეგიონში.

„ჩვენ გავაორმაგებთ ძალისხმევას, რათა გაღრმავდეს მეგობრული ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის“, – განაცხადა კონომ.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარო კონო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ტარო კონო დღეს ქართველ კოლეგას დავით ზალკალიანს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ შეთახნმება გაფორმდა, რომლის თანახმად, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობისთვის იაპონია საქართველოს 343 მილიონ დოლარს გამოუყოფს.

ამასთან, პრესკონფერენციაზე იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტარო კონომ განაცხადა, რომ იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს.