საქართველოში ავტობანის მშენებლობისთვის იაპონიასთან 343 მილიონი აშშ დოლარის შეთანხმება გაფორმდა
საქართველოში ავტობანის მშენებლობისთვის იაპონიასთან 343 მილიონი აშშ დოლარის შეთანხმება გაფორმდა

აღმოსავლეთი-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობისთვის იაპონია საქართველოს 343 მილიონ დოლარს გამოუყოფს. შესაბამისი შეთანხმება დღეს, ნოტების გაცვლის გზით, საქართველოსა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დავით ზალკალიანმა და ტარო კონომ გააფორმეს.

სასესხო შეთანხმებას კი, ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ვიცე-პრეზიდენმა, ნორიკო სუზუკიმ.

პროექტის ფარგლებში, რიკოთის მონაკვეთზე 14.7 კილომეტრის საავტომობილო გზა აშენდება. იაპონიის მთავრობა პროექტს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მეშვეობით დააფინანსებს.

შეთანხმება საქართველოში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ტარო კონოს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. ტარო კონო დღეს ქართველ კოლეგას დავით ზალკალიანს შეხვდა.