თარჯიმანი ზაალ ანდრონიკაშვილი აცხადებს, რომ ოლაფ შოლცს გამოთქმა „აგენტების კანონი“ არ გამოუყენებია და ეს თავად, შეგნებულად ახსენა
თარჯიმანი ზაალ ანდრონიკაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძისა და ოლაფ შოლცის ერთობლივი პრესკონფერენციის მსვლელობისას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით შოლცის განცხადების თარგმნისას სრულიად შეგნებულად ახსენა ე.წ. აგენტების კანონი.
აღნიშნულის შესახებ ზაალ ანდრონიკაშვილი სოციალურ ქსელში კომენტარის სახით წერს.
„კაცო, რად უნდა ბევრი ლაპარაკი, თქვა კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, მაგრამ რადგან ეს ქართველი მსმენელისთვის გაუგებარი იყო, სრულიად შეგნებულად ვახსენე კანონის ის სათაური, რომლითაც მას ქართველი მსმენელი იცნობს. ამით არანაირად არ იცვლება ის შინაარსი, რომ კონკრეტულად ეს კანონი, რომელიც არასამთავრობოების კონტროლს გულისხმობს, კანცლერმა მიიჩნია ევროპული ფასეულობებისთვის სრულიად შეუსაბამოდ“, – წერს ზაალ ანდრონიკაშვილი.