ტაქსის მძღოლების აქციამ მადრიდის ცენტრალურ უბანში მოძრაობის პარალიზება გამოიწვია
ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქციამ მადრიდის ცენტრალურ უბანში მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. ასობით ტაქსის მძღოლმა ქუჩის ბლოკირება ავტომობილებით მოახდინა და ხელისუფლებას კომპანია Uber-ის წინააღმდეგ მოქმედებისკენ მოუწოდა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ავტომობილებს მოთხოვნების შესრულებამდე არ დაძრავენ. ტაქსის მძღოლები ამტკიცებენ, რომ აღნიშნული კომპანია რეგულაციებს უგულებელყოფს და უსამართლო კონკურენციას ქმნის.
გასული წლის სექტემბერში ესპანეთის ხელისუფლება Uber-ის ლიცენზიებისთვის შემზღუდველი წესების შემოღებას დათანხმდა. ამის მიუხედავად, ტაქსის მძღოლები დამატებითი შეზღუდვების დაწესებას და კანონის მიღებას ითხოვენ, რაც მომხმარებელს ტაქსის გამოძახებას ერთი საათით ადრე დაავალდებულ