მადრიდის გასტროკონგრესი საქართველოს შესახებ - მთებიდან ზღვამდე ქართული სამზარეულო Madrid Fusión-ს დაიპყრობს
მადრიდის გასტროკონგრესი საქართველოს შესახებ - მთებიდან ზღვამდე ქართული სამზარეულო Madrid Fusión-ს დაიპყრობს

მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტროკონგრესი Madrid Fusión-ი საქართველოს შესახებ facebook-ის გვერდზე მორიგ პოსტს აქვეყნებს.

„მთებიდან ზღვამდე ქართული სამზარეულო მადრიდის გასტროკონგრესს, Madrid Fusión-ს დაიპყრობს. აღმოაჩინეთ ჩვენი სტუმარი ქვეყნის გასტრონომიული არსი. საქართველო – ეს არის ქვეყანა, სადაც მთავარი კერძი სტუმარმასპინძლობაა“, – აღნიშნულია facebook-ის გვერდზე.

29-31 იანვარს საქართველო Madrid Fusión 2024-ზე სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს.

სტუმრის სტატუსის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით თემატური სცენები დაეთმობა, რომლის ფარგლებშიც მთავარ სცენაზე ქართული კერძების მასტერკლასები და სამი სახის ღვინის დეგუსტაცია გაიმართება.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.