ტაქსების რეგისტრაციის საკითხზე იუსტიციის სახლში განმარტება გაკეთდა
ტაქსების რეგისტრაციის საკითხზე იუსტიციის სახლში განმარტება გაკეთდა

ტაქსების რეგისტრაციის საკითხზე იუსტიციის სახლში განმარტება გაკეთდა.

როგორც იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა, გივი აზაურაშვილმა განაცხადა, ტაქსის ლიცენზიის ასაღებად აუცილებელია ელექტრონული პირადობის მოწმობები.

მისი განცხადებით, თბილისის იუსტიციის სახლის მომხმარებელი მათთვის საჭირო და მოთხოვნად მომსახურებას კომფორტულ გარემოში მიიღებს.

„იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები ტაქსის ლიცენზიის მაძიებლებს დაეხმარებიან რეგისტრაციაში, ამ ლიცენზიის მოსაპოვებლად ელექტრონული ხელმოწერის დატანაში, თუმცა მანამდე მოვუწოდებ იმ ხალხს, ვინც დაინტერესებულია ამ ლიცენზიის აღებით, მობრძანდნენ იუსტიციის სახლში და აიღონ პირადობის ელექტრონული მოწმობები, რადგან ლიცენზიის ასაღებად აუცილებელია ელექტრონული ხელმოწერა და ამას ჩვენი თანამშრომლები გააკეთებინებენ ლიცენზიის მაძიებელს”, – განაცხადა გივი აზაურაშვილმა.

ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება 21 აგვისტოდან იუსტიციის სახლშიც შეეძლებათ. 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან თბილისში, ნებართვის გარეშე ტაქსით მომსახურება აკრძალულია. ნებართვის მიღება შესაძლებელია, როგორც მძღოლის საკუთრებაში, ასევე, მესამე პირის, მათ შორის იურიდიული პირის საკუთრებაში მყოფ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.2018 წლის 1 ოქტომბრამდე მიღებული ნებართვა მოქმედი იქნება 2019 წლის 1 ოქტომბრამდე.