ტანია ფაიონი - გვჭირდება ძლიერი ევროპა, უნდა აღვადგინოთ გეოპოლიტიკური მდგრადობა, ამას ვხედავ, როგორც შესაძლებლობას, თუ გვეყოლება საკმარისად გამბედავი და ძლიერი ხელმძღვანელობა
ჩვენ გვჭირდება ძლიერი ევროპა, გაერთიანებული და გაფართოებული, – ამის შესახებ სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტანია ფაიონმა ნიუ დელიში, ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაციის, Observer Research Foundation-ის (ORF) მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაზე – Raisina Dialogue განაცხადა.
„ახლა ჩვენ უნდა ვიპოვოთ ახალი პარტნიორობები, ავაშენოთ ახალი ალიანსები, შევქმნათ ახალი ეკონომიკური კავშირები. ჩვენ გვჭირდება ძლიერი ევროპა, გაერთიანებული და გაფართოებული. ჩვენ ვსაუბრობთ გაფართოებაზე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში, აღმოსავლეთ პარტნიორობაში. მე ვფიქრობ, რომ ევროპა კვლავ არის ძალიან ძლიერი ეკონომიკური ძალა 500-მილიონიანი მოსახლეობით. ჩვენ ასევე უნდა აღვადგინოთ ჩვენი მდგრადობა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. ვფიქრობ, ჩვენ ამის უნარი გვაქვს. მე ამას ვხედავ არა მხოლოდ როგორც გამოწვევას, რომელიც დღეს ხდება, არამედ როგორც უზარმაზარ შესაძლებლობას, თუ გვეყოლება საკმარისად გამბედავი და ძლიერი ხელმძღვანელობა“, – განაცხადა ტანია ფაიონმა.