„თანასწორობის მოძრაობის“ ოფისში, სადაც ხვალ აქციის გამართვის საკითხზე მსჯელობენ, საპატრულო პოლიცია გამოიძახეს
„თანასწორობის მოძრაობის“ ოფისში, სადაც ხვალ აქციის გამართვის საკითხზე მსჯელობენ, საპატრულო პოლიცია გამოიძახეს

თბილისში, „თანასწორობის მოძრაობის“ ოფისში საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

რას უკავშირდება „თანასწორობის მოძრაობის“ ოფისში პატრულის გამოძახება ჯერ უცნობია.

ორგანიზაციის წევრების მხრიდან განცხადება არავის გაუკეთებია.

„თანასწორობის მოძრაობის“ წევრები განცხადებებს არ აკეთებენ არც ოფისში მიმდინარე კონსულტაციების შესახებ.

კონსულტაციები სავარაუდოდ ხვალ დაგეგმილ ღონისძიებას უკავშირდება. თუმცა გაიმართება თუ არა აქცია და კონკრეტულად სად, დღეს ამასთან დაკავშირებით მოძრაობის მხრიდან განცხადება არ გაკეთებულა.

ამასთან, გამართავენ თუ არა  17 მაისს აქციას,  ამის შესახებ განცხადება შესაძლოა,  “ფეისბუქის” გვერდზე გაავრცელონ.

გასულ კვირას ითქვა, რომ  მოძრაობა ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, 17 მაისს აქციას გამართავდა.