თამუნა ლეფსვერიძე - სალომე სამადაშვილი კითხვის დასმის გამო ანა ბროლაძეს რომ უკიოდა, ვერ დავინახეთ, ხომ? განსაკუთრებით, კოლეგების რეაქცია იყო საინტერესო
ჟურნალისტი თამუნა ლეფსვერიძე სოციალურ ქსელში ბოლო დღეების განმავლობაში ჟურნალისტების მიმართ პოლიტიკოსების რეაქციების შესახებ წერს.
„არ მინდოდა სტატუსების წერა, მაგრამ არ გაჩერდა ზოგიერთი არასდროს – ჩამოგიყალიბებთ პუნქტობრივად!
1. ადა მარშანია როგორც მოექცა დღეს ჟურნალისტებს, ის ხო ყველამ დავინახეთ და აღვშფოთდით? კი ხო?! სწორია!
და სალომე სამადაშვილი ანა ბროლაძეს კითხვის დასმის გამო ბოლო ხმაზე რომ უკიოდა და ხელებს უპარჭყავდა, ის ვერ დავინახეთ, ხომ? განსაკუთრებით, კოლეგების რეაქცია იყო ძალიან საინტერესო.
2. აქ ზოგიერთი ჩემი კოლეგა, რომელსაც „ნაცმოძრაობასთან“ ისტორიული მეგობრობა აკავშირებს, მორალს რომ კითხულობს და თან „ვოლებზე“ ჩამორბენითაა დაკავებული ვინ რას წერს და როგორ აფასებს მოვლენებს, განგიმარტავთ:
1. მე აქციაზე ვიყავი 7 ნოემბერსაც, 20 ივნისსაც და 21 ივნისსაც, უკვე უნივერსიტეტში (მიშა მშვილდაძეზე ბევრად საინტერესო გამომსვლელები იყვნენ).
2. ამიტომ, ახლა მოდით თქვენს ვოლებს ჩამოურბინეთ ერთი, 7 ნოემბერს და 26 მაისს რას წერდით და მერე ესაუბრეთ სხვებს მაგ დიდაქტიკური ტონით.
3. ხომ არ გავიწყდებათ, „იმედის“ ჟურნალისტებს, თქვენს კოლეგებს, სპეცრაზმელები რომ სცემდნენ, მაშინ ბევრს ერთი ადგილი რომ არც აგიწევიათ და არც მისულხართ იქ, თუნდაც მეგობრების დასახმარებლად.
4. სხვების კი არა, საკუთარ მორალს გადახედეთ ყველა იმათ, ვისაც ცხოვრებაში ეს პრინციპი გაქვთ „ტუტ პომნიუ, ტუტ ნე პომნიუ“! ან ყველა დროში გმობ ძალადობას, ან მაიმუნობ! ჰოდა თუ მამუნობ, შენთვის იმაიმუნე, სხვებს ნუ ამუნათებ მაინც!
პ.ს. რაც შეეხება ჩემს პოზიციას: დიახ, ამ ხელისუფლებას ეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობაც და სამართლებრივიც და კეთილი ინებოს და უნდა აიღოს თავზე ეს პასუხისმგებლობა. ნურც ბოდიშის მოხდას დაგვამადლის ნურავინ და ნურც ვინმეს გაშვებას!
ოღონდ, არც ერთი სიტყვის შემრჩენი არ ვარ იმათზე, ვინც „ნაცების“ ყველა ძალადობას აპრავებდა და დღეს დიდ უფლებადამცველად მოევლინა ერს!“ – წერს „ფეისბუქში“ თამუნა ლეფსვერიძე.