კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისთვის ჩატარდა სემინარი - „როგორ მოვძებნო მთავარი გმირი“
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისთვის ჩატარდა სემინარი - „როგორ მოვძებნო მთავარი გმირი“

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისთვის სემინარი – „როგორ მოვძებნო მთავარი გმირი?“ ჩატარდა. სემინარს დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილი გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს ამბის დრამატურგიის შესახებ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

ორდღიანი შეხვედრა, თეორიულ ნაწილთან ერთად, პრაქტიკულ დავალებებსაც მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტებმა შეისწავლეს ამბის ისტორიად ქცევა, მისი სხვადასხვა რაკურსით გაშლა და კრიტიკულად გაანალიზების მეთოდები. ამასთან ერთად კი მიიღეს ინფორმაცია იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც არ ჩანს, მაგრამ რომელთა გარეშეც სრული სურათის შექმნა შეუძლებელია.

სემინარის დასასრულს მედიააკადემიამ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.

მედიააკადემია, მედიასტანდარტის განვითარებისა და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სფეროს წამყვანი სპეციალისტების სემინარებსა და სწავლებებს, უკვე მეხუთე წელია, სრულიად უფასოდ ატარებს.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.