თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს თამთა ჯანჯღავასა და ნათია თოფურიას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე იმსჯელებს. საქმე ანსამბლ „ქუჩის ბიჭების“ სოლისტის, ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობას ეხება.
„პიკასოს მოკვლა ნამდვილად არ მინდოდა“ – განაცხადა ბრალდებულმა თამთა ჯანჯღავამ. მოსამართლის კითხვაზე, ეთანხმება თუ არა ბრალდების ფორმულირებას, თამთა ჯანჯღავამ თქვა, რომ არ აპირებდა ირაკლი ნოზაძის მოკვლას.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს, დაცვის მხარე კი 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.