შვეიცარიაში კონკურსი გამოცხადდა, რომლის გამარჯვებულიც პიკასოს ნახატს ერთი დღით სახლში წაიღებს 
შვეიცარიაში კონკურსი გამოცხადდა, რომლის გამარჯვებულიც პიკასოს ნახატს ერთი დღით სახლში წაიღებს 

ერთ-ერთი შვეიცარიული ფონდი მოქალაქეებს სთავაზობს კონკურსს, რომლის გამარჯვებულებიც ჯილდოდ მუზეუმის კოლექციიდან პაბლო პიკასოს ნახატს მიიღებენ. ნახატი მათ სახლში ერთ დღეს დაჰყოფს.

პროექტი „ახალგაზრდა პიკასო: ლურჯი და ვარდისფერი პერიოდები” 26 მაისს დაიწყება.

გამარჯვებისთვის ენთუზიასტებმა უნდა განმარტონ, რატომ იმსახურებენ, რომ მათ სახლში პიკასოს კუბისტური ნამუშევარი აღმოჩნდეს.

გამარჯვებულები, რომლებსაც ორგანიზატორთა ჯგუფი ამოარჩევს, 19 აპრილს გამოვლინდებიან.