შვეიცარიაში კონკურსი გამოცხადდა, რომლის გამარჯვებულიც პიკასოს ნახატს ერთი დღით სახლში წაიღებს
ერთ-ერთი შვეიცარიული ფონდი მოქალაქეებს სთავაზობს კონკურსს, რომლის გამარჯვებულებიც ჯილდოდ მუზეუმის კოლექციიდან პაბლო პიკასოს ნახატს მიიღებენ. ნახატი მათ სახლში ერთ დღეს დაჰყოფს.
პროექტი „ახალგაზრდა პიკასო: ლურჯი და ვარდისფერი პერიოდები” 26 მაისს დაიწყება.
გამარჯვებისთვის ენთუზიასტებმა უნდა განმარტონ, რატომ იმსახურებენ, რომ მათ სახლში პიკასოს კუბისტური ნამუშევარი აღმოჩნდეს.
გამარჯვებულები, რომლებსაც ორგანიზატორთა ჯგუფი ამოარჩევს, 19 აპრილს გამოვლინდებიან.