თამბაქოს მწარმოებლებსა და იმპორტიორებს საერთაშორისო ლაბორატორიების დასკვნის წარდგენა დაევალათ
თამბაქოს მწარმოებლებსა და იმპორტიორებს ჯანდაცვის სამინისტროში საერთაშორისო ლაბორატორიების დასკვნის წარდგენის ვალდებულება დაეკისრებათ.
დასკვნაში მითითებული უნდა იყოს, თუ რა ოდენობის ნივთიერებებს შეიცავს წარმოებული პროდუქტი. იმ შემთხვევაში, თუკი იმპორტიორები და მწარმოებლები სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებენ, პროდუქტს ვეღარ გაყიდიან და პირველივე ჯერზე ამოიღებენ მოხმარებიდან.
სტანდარტების მიხედვით, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებები უნდა იყო კუპრის შემთხვევაში 10 მგ ერთ ღერზე, ნიკოტინისათვის – 1მგ ერთ ღერზე, ხოლო მხუთავი გაზის 10 მგ ერთ ღერზე (მხოლოდ ფილტრიანი სიგარეტისთვის).
„თამბაქოს ინდუსტრია ვალდებული იქნება, რომ ეს შემადგენლობები ლაბორატორიულად გაზომილი და ლაბორატორიული დასკვნით წარმოადგინონ. დოკუმენტი აკრედიტირებული საერთაშორისო ლაბორატორიის მიერ უნდა იყოს დამოწმებული. თუმცა, შესაძლოა, სხვადასხვა დროს შერჩევითად გადამოწმება მაინც მოხდეს. დაირეკოს ან წერილი დაიწეროს და გავიგოთ, რეალურად იმ ლაბორატორიაში არის თუ არა ნაწარმი შემოწმებული. რომელ ლაბორატორიაში შეამოწმებენ პროდუქტს, ამას ინდუსტრია თავად გადაწყვეტს. პირობების დარღვევის შემთხვევაში, სიგარეტის კოლოფის ამოღება და განადგურება მოხდება, ანუ ზარალი მიადგება თამბაქოს მწარმოებლებს”, – განუცხადა პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ლელა სტურუამ.
მწარმოებელმა ან იმპრტიორმა სტანდარტების დამადასტურებელი დოკუმენტი წელიწადში ერთხელ 31 მაისამდე უნდა წარადგინონ.