თამაზ ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე არ არის
თამაზ ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე არ არის

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, რომ „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე არ არის.

„გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ზე, „კვირის აქცენტებში“ ჩემ შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე არ არის.  მე არავის დავუბარებივარ რაიმე თანხის ან კრედიტის აღების მიზნით და არც ასეთ ინფორმაციას ვფლობ“, – წერს ელიზბარაშვილი.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „კვირის აქცენტები“ არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ როგორც თავად აღნიშნა, თამაზ ელიზბარაშვილის მეუღლისა და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის მიმოწერა გაასაჯაროვა, რომელშიც გვარამიას თქმით, ელიზბარაშვილის მეუღლე ჟურნალისტს წერს, რომ ბიზნესმენები „ქართუში“ დაიბარეს და გაორმაგებული „ხარკის“ გადახდა მოსთხოვეს.