თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე კლდის მასა ჩამოიშალა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.
კლდის ჩამოშლის გამო გზა ცალმხრივად გადაკეტილია.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები.
ადგილზე აცხადებენ, რომ ჩამოშლილი ლოდებისგან გზის გაწმენდის სამუშაოები ცოტა ხანში დაიწყება.