თამარ კორძაია აცხადებს, რომ ლოგიკური იქნება, შალვა პაპუაშვილის, ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის მიმართ სანქციები გავრცელდეს
ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია აცხადებს, რომ ლოგიკური იქნება, შალვა პაპუაშვილის, ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის მიმართ გავრცელდეს სანქციები.
როგორც თამარ კორძაიამ აღნიშნა, „ქართულო ოცნება“ ამ საბოტაჟით ხელს აფარებს კორუფციას და კორუფცია მათი პრობლემაც გამოდის.
„„ქართული ოცნება“ თუ გააგრძელებს საქართველოს პარლამენტის საქმიანობის საბოტაჟს, როგორც ისინი ამბობენ, საბოტაჟს იმ მიზნით, რომ კორუფციაში ბრალდებული მოსამართლეების მიმართ გამოყენებული სანქციების შემდეგ სასამართლოში არსებული კორუფციის შესწავლა არ უნდათ, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ამ საბოტაჟით ხელს აფარებს კორუფციას და კორუფცია მათი პრობლემაც გამოდის. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, გადაწყვეტილებების მიმღები კონკრეტული პირების მიმართ გავრცელდეს მსგავსი სანქციები. ეს არის ჩემი ლოგიკა. საუბარია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეზე, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეზე და „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარეზე“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.