თამარ ხულორდავა - ევროპარლამენტარებს ინფორმაციას მივაწვდით მექანიზმებზე, რომლებიც დაგვეხმარება, რომ შეჩერების მექანიზმი დღის წესრიგში არასდროს დადგეს
თამარ ხულორდავა - ევროპარლამენტარებს ინფორმაციას მივაწვდით მექანიზმებზე, რომლებიც დაგვეხმარება, რომ შეჩერების მექანიზმი დღის წესრიგში არასდროს დადგეს

ევროპარლამენტში უვიზო მიმოსვლასა და იმ პრობლემატურ საკითხებზე ვიმსჯელებთ, რომლებიც ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს მხრიდან იქნა დაფიქსირებული, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ განუცხადა.

„ვისაუბრებთ უვიზო მიმოსვლაზე. ამ პროცესში ჩვენ ვიჩენთ ძალიან დიდ სიფრთხილეს და ძალიან დიდ ყურადღებას. როგორც იცით, რამდენიმე პრობლემატური საკითხი იქნა დაფიქსირებული ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენმა პარტნიორებმა ევროკავშირში ძალიან კარგად იციან, რომ ყველა იმ საკითხს, რომლებსაც ისინი, როგორც პრობლემას აყენებენ ჩვენ ვუპირისპირებთ კონკრეტულ ნაბიჯებს. მივაწვდით ევროპარლამენტარებს ინფორმაციას საკანონმდებლო ზომებთან, ინსტიტუციონალურ მექანიზმებთან დაკავშირებით. ეს ზომები და მექანიზმები დაგვეხმარება იმაში, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის დაყენება დღის წესრიგში არასდროს დადგეს“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები.

კომიტეტის თანათავმჯდომარეები არიან თამარ ხულორდავა და ევროპარლამენტის წევრი საჯად კარიმი.