თამარ ხულორდავა - ჩემთვისაც საინტერესოა იმ პიროვნების დადგენა, ვინც თელავში მანქანის მინა ჩაამსხვრია 
თამარ ხულორდავა - ჩემთვისაც საინტერესოა იმ პიროვნების დადგენა, ვინც თელავში მანქანის მინა ჩაამსხვრია 

მეც ძალიან მაინტერესებს ვინ არის ის ადამიანი, რადგან  ის იყო ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული იმ ჯგუფში, რომელთანაც უშუალოდ მომიწია შეხება თელავში მომხდარი ინციდენტი დროს, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ხულორდავა გიგი უგულავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ოპოზიციის აქციებზე ხელისუფლებამ პროვოკატორი შეაგზავნა, რომელმაც დეპუტატის მანქანის საქარე მინაც ჩაამსხვრია.

„ეს ყველაფერი ხდებოდა ჩართული კამერების წინ. არ მგონია, რომ დიდი სირთულე იყოს ამ ადამიანის ვინაობის დადგენა და ჩემთვისაც არის ძალიან საინტერესო. მოდის დღეს შს მინისტრი პარლამენტში და ალბათ, იქნება ეს ერთ–ერთი საკითხი, რაზეც გაგვცემს პასუხს. მე რამდენადაც ვიცი, გამოძიება ამ საკითხზე მაშინვე დაიწყო, შედგა ოქმი, მეორე დღეს გამოვიკითხეთ გამომძიებლის მიერ და დარწმუნებული ვარ ამაზე კონკრეტული პასუხები ექნება სამინისტროს“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

გიგი უგულავამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათ აქციებზე ხელისუფლების მიერ შეგზავნილი პროვოკატორი იმყოფებოდა