ცენტრალური საარჩევნო კომისია ორგანიზების თვალსაზრისით უკვე აბსოლუტურად მზად არის არჩევნების ჩასატარებლად, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განუცხადა.
„ბიულეტენები დაბეჭდილია. ამომრჩეველთა სიები იბეჭდება. დღეს ამომრჩეველთა ბარათების დარიგება დასრულდება. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, რომ არჩევნების დღეს არჩევნები ჩავატაროთ და ამომრჩევლებს მოვემსახუროთ“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.