თამარ ჟვანია – ცესკო აბსოლუტურად მზად არის არჩევნების ჩასატარებლად

12:58, 25.10.2018

ცენტრალური საარჩევნო კომისია ორგანიზების თვალსაზრისით უკვე აბსოლუტურად მზად არის არჩევნების ჩასატარებლად, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განუცხადა.

„ბიულეტენები დაბეჭდილია. ამომრჩეველთა სიები იბეჭდება. დღეს ამომრჩეველთა ბარათების დარიგება დასრულდება. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, რომ არჩევნების დღეს არჩევნები ჩავატაროთ და ამომრჩევლებს მოვემსახუროთ“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

მსგავსი