თამარ გაბუნიას განცხადებით, ქრონიკული დაავადებების მართვის პროგრამაში ხარვეზი აღმოიფხვრა და ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები უკვე ხელმისაწვდომია
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაში შეფერხება აღმოფხვრილია და ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები უკვე ხელმისაწვდომია.
„ქრონიკული დაავადებების მართვის პროგრამაში შედის ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები. იყო გარკვეული შეფერხება ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც უკავშირდებოდა სრულად ტექნიკურ ხარვეზებს, ეს ხარვეზები აღმოფხვრილია და ჩემი ინფორმაციით, გუშინ უკვე გასწორდა მთლიანად, დღეიდან ხელმისაწვდომობის პრობლემა არ უნდა იყოს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.