თამარ გაბუნია - წელს გრიპის 200 ათასამდე ვაქცინა გვექნება, ვმუშაობთ დამატებით შესყიდვაზეც
წელს გრიპის 200 ათასამდე ვაქცინა გვექნება, ასევე ვმუშაობთ დამატებით შესყიდვაზეც, – ამის შესახებ გრიპის ვაქცინასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ზოგადად, საქართველოში ვაქცინის ათვისების მხრივ მაღალი აქტივობა არ არის.
“სეზონური ვაქცინა სახელმწიფომ შეისყიდა, საუბარია 135 ათას დოზაზე, ეს არის იმაზე მეტი, ვიდრე აქამდე გვქონდა. სასურველი იქნებოდა, ზოგადად ქვეყანას, მეტი მოცვა ჰქონდეს ვაქცინის, მაგრამ საერთოდ, ამ ვაქცინების მიმღებლობა და ათვისება მაღალი არ არის. ამდენად, მზარდ რეჟიმში ვართ იმ რეალისტური შეფასებების საფუძველზე, რაც მოსალოდნელია, როგორც ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ასევე ვაქცინის ათვისების კუთხით. წელს გვექნება 200 ათასამდე ვაქცინა და ვმუშაობთ იმაზე, რომ ვიშოვოთ დამატებითი ვაქცინა და შევისყიდოთ რადგან ზოგადად, წელს დიდი მოთხოვნაა გრიპის ვაქცინაზე“, – განაცხადა გაბუნიამ.