თამარ გაბუნია - სააგენტომ დაუშვა გარკვეული ტესტების რეგისტრაცია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ ტესტები ფართოდ იქნება ხელმისაწვდომი
თამარ გაბუნია - სააგენტომ დაუშვა გარკვეული ტესტების რეგისტრაცია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ ტესტები ფართოდ იქნება ხელმისაწვდომი

სააგენტომ დაუშვა გარკვეული ტესტების რეგისტრაცია, თუმცა გარვეული ტესტების რეგისტრაცია არ ნიშნავს, რომ ხვალ ეს ტესტები ან კერძო, ან სახელმწიფო სექტორში იქნება ფართოდ ხელმისაწვდომი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, მიმწოდებლები, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ ამ ტესტების რეგისტრაციით, ასევე აქვთ ხელმისაწვდომობა, სახელმწიფოს შესთავაზონ ის პროდუქტი, რასაც ისინი სთავაზობენ კერძო სექტორს.

„ჩვენ მაინც არ მიგვაჩნია, რომ ტესტების ასეთი ფართო ხელმისაწვდომობა უნდა წახალისდეს, ამიტომ ის ალგორითმი, რომელიც მომზადდება სამინისტროს მიერ, მკაფიოდ განსაზღვრას, რა შემთხვევაში და ვის აქვს ტესტირების უფლება ხარისხის კონტროლის მექანიზმის ჩათვლით, რადგან ყველა სწრაფ ტესტს აქვს გარკვეული ლიმიტაცია სენსიტიურობასთან დაკავშირებით, ანუ აქ მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ დადებითი პასუხი არის დადებითი პასუხი. ამას სჭირდება გადამოწმება, რისთვის PSR ტესტირება კვლავაც რჩება აუცილებელი პირობა. რაც შეეხება კერძო კლინიკების ინტერესთა შესყიდვებს კერძო კომპანიებისგან, თეორიულად, შესაძლებელია, მაგრამ ყველა კლინიკა იქნება ვალდებული, ამის შესახებ აცნობოს დაავადებათა კონტროლის ცენტრს, რათა ერთიან სქემაში მოხდეს მათი პასუხების ანალიზი, ანგარიშგება და ამ ტესტების შედეგების სწორი ინტერპრეტაცია, რათა ეპიდემიის მართვა იყოს ადეკვატური. ამ შემთხვევაში ცალსახად მიუღებელია ტესტირების შესაძლებლობის პირდაპირი რეკლამირება მოქალაქეებთან, პაციენტებთნ, რომლებიც არ არიან სათანადო კომპეტენციით აღჭურვილები, რათა თავად მიიღონ გადაწყვეტილება, რამდენად საჭიროა მათთვის ტესტი და რა შედეგს გამოიღებს ეს ტესტირება და როგორ მოხდება ამ ტესტის შედეგების გამოყენება”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.