თამარ გაბუნია - ონლაინ კონსულტაციის პროცესში 100 ექიმი იქნება ჩართული
თამარ გაბუნია - ონლაინ კონსულტაციის პროცესში 100 ექიმი იქნება ჩართული

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე ონლაინს კონსულტაციის პროცესში 100 ექიმი იქნება ჩართული.

როგორც თამარ გაბუნიამ განაცხადა, სოფლის ექიმების რაოდენობა 1300 აღწევს და დაახლოებით ამდენივეა ქალაქის საერთო ქსელში ოჯახის ექიმების რაოდენობა.

ონლაინ-კლინიკების მიზნებისთვის, სატელეფონო ბრიგადების უზრუნველყოფისთვის ამ ეტაპზე შეფასებულია, რომ 100 ექიმი იქნება ჩართული იმ პროცესში, რაც უკავშირდება ონლაინ-კონსულტაციას. თუმცა ზოგადად, პირველადი ჯანდაცვის სისტემაში სოფლის ექიმების რაოდენობა 1300-ს აღწევს და დაახლოებით ამდენივეა ქალაქის ქსელში ოჯახის ექიმების რაოდენობა. ჩვენ ეტაპობრივად გავაგრძელებთ ოჯახის ექიმებთან მუშაობას ონლაინ-ტრენინგის მექანიზმის საშუალებით, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრშია გამართული. ამდენად ყველა ექიმს ექნება საშუალება, რომ უშუალო კავშირი ჰქონდეს მეტად გამოცდილ ოჯახის ექიმებთან და მათგან მიიღოს ინსტრუქცია. ეს პროცესი მიმდინარეობს და ორი კვირის მანძილზე 200-მდე ოჯახის ექიმს მოიცავს. დღეს თბილისში ეს სისტემა უკვე მუშაობს და მოსახლეობას შეუძლია განაგრძოს 112-ზე დარეკვა და შემდეგ მათი ზარი გადამისამართდება თბილისის ოჯახის ექიმებთან. ვფიქრობ, უკვე ხვალიდან ეტაპობრივად გავრცელდება და ესეც დაანონსდება, სად, რომელ რეგიონში იქნება სისტემა მზად, ზარების მიღებისა და ონლაინ კონსულტაციებისთვის“,- განაცხადა გაბუნიამ.