თამარ გაბუნია - ხვალ დამტკიცდება ახალი ალგორითმი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, რომელი სახის ტესტი პაციენტების რომელ ჯგუფში უნდა გამოვიყენოთ
თამარ გაბუნია - ხვალ დამტკიცდება ახალი ალგორითმი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, რომელი სახის ტესტი პაციენტების რომელ ჯგუფში უნდა გამოვიყენოთ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, ხვალ დამტკიცდება ახალი ალგორითმი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, რომელი სახის ტესტი პაციენტების რომელ ჯგუფში უნდა იქნას გამოყენებული. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე დღეს საბოლოო საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება და დეტალები საზოგადოებისთვის ხვალ გახდება ცნობილი.

„ახალი ალგორითმი მზად არის. დღეს იგეგმება საბოლოო საკონსულტაციო შეხვედრა, სადაც ლაბორატორიისა და კლინიკების ექსპერტების ჯგუფი კიდევ ერთხელ გაივლის ყველა დეტალს და შევთანხმდებით. ხვალიდან უკვე ალგორითმი მიიღებს ფორმალურ სახეს, მინისტრის ბრძანებით იქნება დამტკიცებული, იქ დეტალურადაა განსაზღვრული რომელი სახის ტესტი პაციენტების რომელ ჯგუფში და რა ეტაპზე უნდა იქნას გამოყენებული. ამდენად ეს დეტალები ხვალ შეგვიძლია, გავუზიაროთ საზოგადოებას,“ – განაცხადა გაბუნიამ.