თამარ გაბუნია - გვესმის ბიზნესის ინტერესიც, თუმცა თანმიმდევრულობა და ეტაპობრიობა ამ ვითარებაში უკიდურესად მნიშვნელოვანია
თამარ გაბუნია - გვესმის ბიზნესის ინტერესიც, თუმცა თანმიმდევრულობა და ეტაპობრიობა ამ ვითარებაში უკიდურესად მნიშვნელოვანია

გვესმის ბიზნესის ინტერესიც და სხვა ყველაფერიც, თუმცა თანმიმდევრულობა და ეტაპობრიობა ამ ვითარებაში არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ აღნიშნა.

როგორც თამარ გაბუნიამ განაცხადა, თანმიმდევრული გახსნის გეგმა შეზღუდვების შემსუბუქების როგორც დაანონსდა, ასევე გაგრძელდება.

„პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია რესტორნების მხოლოდ ღია სივრცეების გახსნა, რაც პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ დახურუ სივრცეში ვირუსის გავრცელების უფრო მაღალია რისკია, ვიდრე ღია სივრცეში. ახლა არაერთხელ ითქვა, რომ რესტორნის პირობებში ნიღბის გამოყენება ვერ ხდება. ასევე სოციალური დისტანცირება ძალიან რთული გასაკონტროლებელია და სწორედ ამიტომ არის საკმაოდ მყარი, უკვე მეცნიერული საბუთები, რომ რესტორანთან დაკავშირებული რისკი საკმაოდ მაღალია. ჩვენ გვესმის ბიზნესის ინტერესიც და სხვა ყველაფერიც, თუმცა თანმიმდევრულობა და ეტაპობრიობა ამ ვითარებაში არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ბევრი შეზღუდვა შემსუბუქდება მოკლე ხანში. ეპიდემიოლოგიური სურათი ჯერ საკმაოდ დამაიმედებელია, მაგრამ მთავარია, ახლა ჩვენ შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა და ისევ არ გაგვიხდეს შეზღუდვები თავიდან გასამკაცრებელი. სწორედ ამიტომ, ამ მიღწევების შენარჩუნებისთვის არის საჭირო, რომ სადაც რისკი არის აშკარად და ცალსახად მაღალი, ამ ტიპის აქტივობების განხორციელება გადაიდოს უფრო გვიანი ეტაპისთვის. როგორც ვიცით, მობილობა პირდაპირ უკავშირდება შემთხვევების რაოდენობის ზრდას. ამ შემთხვევაში გარკვეული ალბათობა იმისი, რომ შემთხვევები გაიზარდოს, რა თქმა უნდა, არსებობს. დაზღვევის მთავარი საშუალება არის ისევ და ისევ წესების დაცვა როგორც ბიზნეს გარემოში, ასევე სოციალურ გარემოში ნიღბის გამოყენება, ფიზიკური დისტანცირება, ხელის ჰიგიენა. ჯერ ეს არის, რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ. ვაქცინაციაც მალე დაგვეწევა“, – განაცხადა გაბუნიამ.