თამარ გაბუნია - მდგომარეობა საკმაოდ კეთილსაიმედოა, რომ შეზღუდვების მეტად შემსუბუქებაზე ვიფიქროთ
თამარ გაბუნია - მდგომარეობა საკმაოდ კეთილსაიმედოა, რომ შეზღუდვების მეტად შემსუბუქებაზე ვიფიქროთ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების კვლავ შემსუბუქება იგეგმება.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, დღევანდელი ეპიდემიური ვითარება კეთილსაიმედოა.

„დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ეპიდემიური მდგომარეობა არის საკმაოდ კეთილსაიმედო, რომ ჩვენ ვიფიქროთ, შეზღუდვების კიდევ უფრო მეტად შემსუბუქებაზე. თუმცა, მაინც მნიშვნელოვანია ეპიდემიური ანალიზი და ჩვენ დაველოდოთ ორკვირიან პერიოდს, რაც გვქონდა ისედაც დათქმული შეზღუდვებს შორის ინტერვალებისთვის. ძალიან ბევრი შეზღუდვა მოიხსნა 15 თებერვლიდან. რაც დარჩა, ძირითადად შეეხება კულტურის სფეროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებს, ასევე რესტორნებთან და სივრცეებთან მიმართებაში. ეპიდემიური სურათიდან გამომდინარე, ამის ანალიზიც მოხდება“, – განაცხადა გაბუნიამ.