თამარ გაბუნია - დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება იძლევა გარანტიას, რომ სწავლა დაიწყოს ისე, როგორც დაგეგმილია
დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იძლევა იმის გარანტიას, რომ სწავლა დაიწყოს ისე, როგორც დაგეგმილია, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად მოამზადა რეკომენდაციები, რომლებიც ინერგება.
„ჩვენი ინსპექტორატი ამოწმებს შრომის უსაფრთხოებას სხვადასხვა ადგილზე, იყო რამდენიმე სკოლაში, შეამოწმა მზაობა, გავეცით რეკომენდაციები და, რა თქმა უნდა, ამ მხრივ გაგრძელდება მონიტორინგი, თუ რამდენად მზად არიან სკოლები, უსაფრთხოდ დაიწყოს სწავლა. ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე საფუძველი, რომ ჩვენ მოგვიხდეს სწავლის დაწყების გადავადება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.