თამარ გაბუნია - დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლებიც მიუთითებს, რომ მცირედი სტაბილიზაციის ტენდენცია ნამდვილად აღინიშნება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლებიც იმაზე მიუთითებს, რომ ეპიდვითარების მცირედი სტაბილიზაციის ტენდენცია ნამდვილად აღინიშნება.
მისივე თქმით, მიმდინარე კვირა დაკვირვების თვალსაზრისით იქნება მნიშვნელოვანი, თუ რამდენად ნარჩუნდება არსებული ტენდენცია და ამის მიხედვით მიიღება შესაბამისი გდაწყვეტილებები ეპიდემიოლოგიური მართვის გეგმაზე.
„3 487 შემთხვევა იყო დღეს დადასტურებული, 17 000-ზე მეტი ტესტი გაკეთდა, თუმცა ეს კვირა იქნება მაინც ძალიან მნიშვნელოვანი დაკვირვების კუთხით, რამდენად შენარჩუნდება ის შედეგი, რომელიც ამ შეზღუდვების ფონზე მივიღეთ, და ცალსახად იკვეთება პირდაპირ პროპორციული დამოკიდებულება მობილობის შეზღუდვასა და შედეგების ამგვარ მაჩვენებლებს შორის, ანუ ეპიდემიის ამგვარ მაჩვენებლებს შორის. შემდეგ, ამ ცვლილებების მიხედვით იქნება მიღებული შესაბამისი გდაწყვეტილებები, თუ როგორ გაგრძელდება ეპიდემიოლოგიური მართვის გეგმა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.