თამარ ჩუგოშვილი - საქართველოში არც დესტაბილიზაციას, არც არეულობას, არც ქაოსს მომავალი არ აქვს
მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ალასანია ჩანაწერებში ახალი არაფერი მოგვისმენია, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ხალხი არის ყველაფერზე წამსვლელი, რათა ძალაუფლება ხელში ჩაიგდოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნ, საქართველოში არც დესტაბილიზაციას, არც არეულობას, არც ქაოსს მომავალი არ აქვს.
„ეს ხალხი აბსოლუტურად ყველაფრის მკადრებელია. მათი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ და ქვეყნის მიმართ არის გასაგები, მაგრამ საქართველოში არც დესტაბილიზაციას, არც არეულობას, არც ქაოსს მომავალი არ აქვს. ეს არის ძალიან მკაფიო. ეს ვერ შედგება, რასაც არ უნდა გეგმავდნენ და რა ფორმითაც არ უნდა გეგმავდნენ. ამ ყველაფერს ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ პასუხს გასცემს არჩევნებში. რაც შეეხება კონკრეტულად სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები ამაში იკვეთება თუ არა, ეს გამოძიების საქმეა. დარწმუნებული ვარ, რომ სამართლებრივი ფორმითაც ექნება რეაგირება, მაგრამ პოლიტიკურად ყველამ ისედაც ვიცით, რომ ეს ხალხი არის ყველაფერზე წამსვლელი, ყველაფრის მკადრებელი და არ გამოუვათ სცენარი, რასაც გეგმავდნენ 2012 წლის არჩევნების შემდგომ ყველა არჩევნებზე”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ერთ-ერთმა უკრაინულმა ვებგვერდმა ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა. როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, ჩანაწერში საუბრობენ ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა თემურ ალასანია.