უკრაინული ვებგვერდი ავრცელებს აუდიოჩანაწერს, სადაც, ვებგვერდის ინფორმაციით, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და ბიძამისი თემურ ალასანია საუბრობენ

ერთ-ერთი უკრაინული ვებგვერდი zdes.com.ua ავრცელებს ფარულ აუდიოჩანაწერს. როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, ჩანაწერში საუბრობენ ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა თემურ ალასანია.

მიხეილ სააკაშვილი – გვარამია ხომ არ გამოჩენილა, ხომ არ გილაპარაკია? დაწყნარდა ბოლომდე?

თემურ ალასანია – ძაან კარგად არის, უსმენს ამათ, მაგრამ არაფერს ამათ მიხედვით არ აკეთებს. ამიტომ ჩვენი ერთადერთი ნიშა არისო საზოგადოების რადიკალიზაცია.

მიხეილ სააკაშვილი – მოახდინოს რადიკალიზაცია.

თემურ ალასანია – აი, როგორ იცი, ნამდვილად, იმიტომ, რომ ფეხზე დავდგებით. აი, ნახავ თუ არა.

მიხეილ სააკაშვილი – კვესიტაძე არის ის, რაც უნდა იყოს. აწი პროპაგანდა სულ. მარა რაღაცა სეგმენტი გვინდა პროპაგანდის თბილისის middle class-თვის, უნდა ვისწავლოთ თუნდაც ინტერნეტსეგმენტის გამოყენება.

თემურ ალასანია – ზუსტად ეგრეა.

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ ორი ელემენტის გაძლიერება გვჭირდება: რევოლუციური ახალგაზრდობის და თბილისის middle class-ის, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, რევოლუციას ეგენი ახდენენ. მანდ გვაქვს სერიოზული ჩავარდნა, იმიტომ, რომ ამათ წარმოიდგინეს, რომ თბილისი ეს არის ბაზრობებზე სიარული და გლდანის მეტროში. ეგ ეგრე არ არის. ისიც არის, მარა გადამწყვეტი რევოლუციური მუხტი არის აი ეს self made ბიზნესები თბილისის ცენტრში. თან ამ სირ**ს რომ ჰგონიათ, რომ ამათთან რაღაც დიდს მიაღწევ.

თემურ ალასანია – ეს ავადმყოფი ერია რა. ამათ სანამ არ დააჯ*** თავზე და დედას არ მოუტ***, ვერ იგებენ ვერაფერს.

მიხეილ სააკაშვილი – ეგრე იყო ეგ ხალხი მთელი ცხოვრება. ეხლა რატომ იქნება…

თემურ ალასანია – მაგათი დედა მოვტ**** მე ქართველების პროსტა რა. ქართველების დედა მოვ***. ვინ არიან ესენი ტო, ეს ავადმყოფი ერი ვინ არის ტო. დავიღალე იცი, პროსტო ცდისგან. ვზივარ, ვზივარ, ვზივარ. რაღაც ზარებს ველოდები. რაღაცას მიდივარ-მოვდივარ, სულ რაღაცა ხვალ, ზეგ, აი, ეხლა მოხდება.

მიხეილ სააკაშვილი – ამათ სულ აჭრილი აქვთ ყველაფერი, რამსები. ეს არჩევნები კიდვე უფრო დააბნევთ, იმიტომ, რომ დააყენეს უსუსტესი კანდიდატი და ცუდი კამპანიები.

თემურ ალასანია – დავიღალე რა, იმიტომ კი არა, რომ ცუდად არის რამე საქმე. არა. პროსტა აი, ცდამ დამღალა. სულ რაღაცას ვუცდი. ერთ მილიონს გადავუხდი, ვინც „სნაიპერსკი ვინტოვკით“ მოკლავს ბიძინას.

მიხეილ სააკაშვილი – ეხლა ჟურნალისტებს მიხედე ჯობია და გვარამიას“.

როგორც უკრაინულ ვებგვერდზეა აღნიშნული, მიიღეს დაახლოებით ათასი აუდიო-ვიდეოჩანაწერი მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით, რომლებშიც სხვადასხვა საზიზღრობას გეგმავს.

„ჩვენი წყაროს ნებართვით, რომელიც უკვე დაბრუნდა სამშობლოში და თავს გრძნობს უსაფრთხოდ ჩვენს მყუდრო რედაქციაში, ვაქვეყნებთ ძალიან მოკლე ვიდეოფრაგმენტს. ეს ვიდეოფრაგმენტი დაეხმარება მიხეილ სააკაშვილს, გაიგოს, რა სახის ვიდეომასალები აღმოჩნდა ჩვენს ხელში“, – აღნიშნულია საიტის ვებგვერდზე.