თამარ ჩუგოშვილი - სამინისტროების გაერთიანებას წინ კარგი ანალიზი უნდა უძღოდეს
სამინისტროების ოპტიმიზაცია ნაჩქარევად არ უნდა მოხდეს, მას წინ უნდა უსწრებდეს კარგი ანალიზი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„არსებული სამინისტროების ფარგლებში ოპტიმიზაციის ორი გზა არსებობს, ან უწყებები უნდა გავაერთიანოთ, ან შიგნით გავაკეთოთ ოპტიმიზაცია . მთავარია, წინ უსწრებდეს კარგი ანალიზი, რაც წინა შემთხვევაში ცოტა დაგვაკლდა. პრინციპში, ამაზე ოპოზიციაც აქტიურად აკეთებდა აქცენტს. მნიშვნელოვანია, რომ სწორად გავიაზროთ, სად არის გადაჭარბებით არსებული ადამიანური რესურსი, თუ ბიუროკრატია. სწორედ იმ ადგილებს უნდა ვუპასუხოთ და არა ნაჩქარევად გავაკეთოთ ოპტიმიზაცია“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.