თამარ ჩუგოშვილი - რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლები მასობრივად ცდილობენ ხელმეორედ ხმის მიცემას, რაც მძიმე კანონდარღვევაა
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები მასობრივად ცდილობენ ხელმეორედ ხმის მიცემას.
„მინდა, გამოვეხმაურო რუსთავში უკვე მასობრივ ფაქტებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლების მიერ ხელმეორედ ხმის მიცემის მცდელობებს. ჩვენ უკვე მოგაწოდეთ ინფორმაცია იმ უბნებისა და პირების შესახებ, რომლებსაც ასეთი მცდელობები ჰქონდათ. ამას ემატება რუსთავის 39-ე უბანზე მერი მამალაძის მიერ მცდელობა, ხელმეორედ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ეს არის მძიმე კანონდარღვევა და შესაბამისად, ამაზე იქნება რეაგირება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.