თამარ ჩუგოშვილი - პრეზიდენტი კითხვებზე პასუხების გაცემას გაურბის და სხვადასხვა მიმართულებით გადააქვს ყურადღება, რაც ძალიან სამწუხაროა
გამოძიების დაწყებასა და პრეზიდენტის იმპიჩმენტზე არ გვისაუბრია. პოლიტიკურ დებატებზე პოლიტიკური შეფასებები გავაკეთეთ პრეზიდენტის საქმიანობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უმრავლესობის დეპუტატებს საქართველოს პრეზიდენტთან ჰქონდათ შეკითხვები, თუმცა გიორგი მარგველაშვილი პასუხების გაცემას გაურბის.
„იქაც ველოდებოდით პასუხებს და შემდგომაც კითხვებზე, რომელიც დავსვით, მაგრამ როგორც ჩანს, პრეზიდენტი გაურბის ამ კითხვებზე პასუხების გაცემას და სხვადასხვა მიმართულებით გადააქვს ყურადღება, რაც ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ კითხვები არის ძალიან კონკრეტული და სჭირდება კონკრეტული პასუხები“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისკენ მოუწოდებს.