თამარ ჩუგოშვილი -  მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტზე პარლამენტი 19-23 თებერვლის პლენარული სხდომების კვირაში იმსჯელებს
თამარ ჩუგოშვილი -  მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტზე პარლამენტი 19-23 თებერვლის პლენარული სხდომების კვირაში იმსჯელებს

საქართველოს პარლამენტი მაუწყებლობის შესახებ ვეტოდადებულ კანონპროექტზე 19-23 თებერვლის პლენარული სხდომების კვირაში იმსჯელებს.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, ვეტოს განხილვა მიმდინარე სასესიო კვირას არ მოხდება და პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე მსჯელობა შემდეგ სასესიო კვირას გაიმართება.

„შედეგებსა და მოლოდინებზე საუბარი ახლა რთულია, როგორ შეიძლება ეს პროცესი დასრულდეს. განსხვავებული მოსაზრებებია და ყველა ერთად კენჭისყრის შედეგად იხილავს, პარლამენტი დაძლევს თუ არა ვეტოს. შემთხვევები გვქონდა, როცა ვეტოს გაზიარება მოხდა და იყო შემთხვევებიც, როცა ვეტო დაიძლია. ამ შემთხვევაში ჩემთვის რთული სათქმელია, პარლამენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩემი პირადი პოზიცია კენჭისყრაზე დაფიქსირდება“, – დასძინა ჩუგოშვილმა.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა მაუწყებლობის შესახებ საკანონმდებლო პაკეტს ვეტო დაადო, საკანონმდებლო ორგანო კი, მოტივირებულ შენიშვნებზე სავარაუდოდ, მომავალ სასესიო კვირას იმსჯელებს.