გიტანას ნაუსედა – ლიეტუვა ყოველთვის მხარს დაუჭერს თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოს და მის მამაც ხალხს, სალომე ზურაბიშვილო, მტკიცედ იყავი
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტში მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევაა.
„საქართველო უკეთესს იმსახურებს. დამოუკიდებლობის დღიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ ახალი კანონი წარმოადგენს სახიფათო გადახვევას დემოკრატიული ღირებულებებისგან. ეს აშორებს ქვეყანას ევროპას. ლიეტუვა ყოველთვის მხარს დაუჭერს თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოს და მის მამაც ხალხს. სალომე ზურაბიშვილო, მტკიცედ იყავი“, – წერს ლიეტუვის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
Georgia deserves better. Only a couple of days after its Independence Day, new law represents a dangerous breaking from the democratic values. It turns the country away from Europe.
🇱🇹 will always support free and independent 🇬🇪& its brave people.@Zourabichvili_S, stay strong!
— Gitanas Nausėda (@GitanasNauseda) May 28, 2024