თამარ ჩუგოშვილი - ხმებს შორის ამხელა სხვაობა ნიშნავს, რომ ამომრჩეველმა მკაფიოდ გამოხატა თავისი სურვილი, თუ ვინ უნდა იყოს ქვეყნის პრეზიდენტი
საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში დასრულებულია, შედეგი არის ძალიან შთამბეჭდავი, – ასეთი შეფასება გააკეთა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა.
როგორც ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, დემოკრატიულ ქვეყანაში კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა ამხელა სხვაობა ნიშნავს, რომ მკაფიოდ დააფიქსირა ამომრჩეველმა თავისი სურვილი, თუ ვინ უნდა იყოს ქვეყნის შემდეგი პრეზიდენტი.
„არჩეულ პრეზიდენტს უკვე ულოცავენ, საერთაშორისო დამკვირვებლებმა გამოხატეს, რომ შედეგები ასახავს ქართველი ხალხის ნებას. რაც შეეხება აქციებს პროტესტის, მანიფესტაციის უფლება ჩვენა ქვეყანაში დაცული უფლებაა. წაგებულ პოლიტიკურ ძალას შეუძლია, კანონის ჩარჩოებში განსაზღვრული ფორმით ჩაატაროს აქციები. არავინ მისცემს მათ უფლებას, რომ არეულობა შემოიტანონ ქვეყანაში. ამის გარანტი არის სახელმწიფო. ქართულ სახელმწიფოს შესწევს ძალა, რომ ქვეყანაში არეულობის შექმნის შესაძლებლობა არავის არ მისცეს“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.