თამარ ჩუგოშვილი - არჩევნების პირველმა ტურმა ნათლად აჩვენა, რომ ჩვენსა და მოსახლეობას შორის ძალიან შესუსტდა კონტაქტი
ერთ-ერთი მთავრი, რაც არჩევნების პირველმა ტურმა ნათლად აჩვენა არის ის, რომ ჩვენ და მოსახლეობას შორის გარკვეულწილად, თითქმის დაინგრა ან ძალიან შესუსტდა კონტაქტი და კომუნიკაცია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ ხელისუფლება არ არის ძალიან აქტიურ კომუნიკაციაში თავის საზოგადოებასთან, ის კარგავს ადეკვატურობას და კარგავს მაჯის ცემას.
„საზოგადოებას ეს აწუხებს და შესაბამისად, შემდგომ დგება ხოლმე მძიმე შედეგები. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ წარმომადგენლებს, ჩვენს დეპუტატებს, ჩვენს მინისტრებს ექნებათ ძალიან აქტიური შეხვედრები თავად ამომრჩევლებთან, მოსახლეობასთან, მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს მხოლოდ წინასაარჩევნოდ, ეს უნდა გაგრძელდეს მუდმივად. სხვანაირად ჩვენ ისევ შეგვექმნება საფრთხე, რომ ის შეგრძნებები, რაც მოსახლეობაში არის დავკარგოთ, ამიტომ კომუნიკაცია უნდა იყოს მუდმივი”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.