თამარ ჩერგოლეიშვილი - სანამ გიგა ბოკერიას გავლენა არ გაიზრდება პოლიტიკურ პროცესზე, ასეთ სამარცხვინო ჭაობში ვიქნებით
ზუსტად ვიცი, რომ ამ ჭუჭყიანი გორგალიდან ძაფის გამოძრობა და სწორი მიმართულებით წაღება მხოლოდ გიგა ბოკერიას შეუძლია, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„სანამ გიგა ბოკერიას გავლენა არ გაიზრდება პოლიტიკურ პროცესზე, მანამდე ასეთ სამარცხვინო ჭაობში ვიქნებით. გიგა ბოკერიასი იმიტომ, რომ ჯერ სხვა არავინაა, ვისაც საკმარისი პატიოსნება გააჩნია, პროცესს უხელმძღვანელოს. ალბათ ყველა ფიქრობთ, რომ მისი გონიერებაა მნიშვნელოვანი. ყველაზე მნიშვნელოვანი მისი პატიოსნებაა, მერე მოდის გონიერება, და მაგაშიც პირველია არსებულ სპექტრში.
ძალიან ამბიციური ადამიანი ვარ და საერთოდ არ მგონია, რომ გიგა ჩემზე ჭკვიანია, ან ჩემზე უნარიანი ბევრ საკითხში. მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ ამ ჭუჭყიანი გორგალიდან ძაფის გამოძრობა და სწორი მიმართულებით წაღება მხოლოდ მას შეუძლია – არსებულ სპექტრში. მას აქვს ამის გამოცდილება და ნებისყოფა.
რაზეც გინდათ დავიგინები – თუ არადა, აგერ უყურეთ“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქზე“.