თამარ ჩერგოლეიშვილი - ქურქუმალ ვაიტმა გაიმარჯვა, ახლა ზურა ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას დეკორაციებად მიმაგრების დრო დადგა, ვაშაძის ლიდერობის ქვეშ
ქურქუმალ ვაიტმა გაიმარჯვა, კეზერას ჯუჯალარებო ყველა პარტიიდან – შეერთდით, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქში“ წერს.
ჩერგოლეიშვილი ლევან ხაბეიშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ არჩევას ეხმაურება.
„ქურქუმალ ვაიტმა გაიმარჯვა და ახლა ზურა ჯაფარიძის და ელენე ხოშტარიას დეკორაციებად მიმაგრების დრო დადგა, ვაშაძის ლიდერობის ქვეშ.
კეზერას ჯუჯალარებო ყველა პარტიიდან – შეერთდით“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52.58 პროცენტი მიიღო.