თამარ ჩერგოლეიშვილი - მთავარია, პროცესში ძლივს ჩართულ აშშ-სა და ევროკავშირს ავუხსნათ, რომ ორი უტვინოს, სააკაშვილისა და გვარამიას აზრები არაფერს ნიშნავს
თამარ ჩერგოლეიშვილი - მთავარია, პროცესში ძლივს ჩართულ აშშ-სა და ევროკავშირს ავუხსნათ, რომ ორი უტვინოს, სააკაშვილისა და გვარამიას აზრები არაფერს ნიშნავს

აი, ბიძინას სასარგებლო იდიოტიზმი რა არის, – ამის შესახებ გამოცემა „ტაბულას“ ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქში“ წერს და დამხობის შესახებ ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის, ნიკა გვარამიასა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოსტებს აქვეყნებს.

„მთავარია, ძლივს პროცესში ჩართულ აშშ-სა და ევროკავშირს დამაჯერებლად ავუხსნათ, რომ ამ ორი უტვინოს აზრები არაფერს ნიშნავს და პროცესს არ გამოეთიშონ“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქესელში.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენ, ქართველმა პატრიოტებმა უზურპატორი თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად უნდა დავამხოთ“. აღნიშნული პოსტი საკუთარ ფეისბუქზე მიხეილ სააკაშვილმაც გააზიარა.