თამარ ჩერგოლეიშვილი - გიგი უგულავას მსგავსი უღირსი მძორი საქართველოს მიწაზე არ დადის
თამარ ჩერგოლეიშვილი - გიგი უგულავას მსგავსი უღირსი მძორი საქართველოს მიწაზე არ დადის

ასეთი უღირსი მძორი საქართველოს მიწაზე არ დადის. ასეთი უღირსები „ქოცებიც“ არ არიან. თქვენ კიდევ ვერ ხვდებით, ეს ადამიანთა მოდგმის რა მასშტაბური შეურაცხყოფაა, – ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში გიგი უგულავასთან დაკავშირებით წერს.

თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე გიგი უგულავას განცხადებასაც აქვეყნებს.

„ოპოზიციური პარტიები არჩევნებისთვის პროგრამებით ემზადებიან. ბოდიში მომითხოვია, რომელ არჩევნებზე ვლაპარაკობთ? სადაც ოპოზიციის მთავარი ლიდერი, რომელიც საქართველოში მინიმუმ, 1/3-ის ლიდერი მაინცაა, არის ციხეში […] არჩევნები კონკურენტული, თავისუფალი და სამართლიანი ვერ იქნება, თუ მისი მთავარი სუბიექტი, მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება“, – აცხადებს გიგი უგულავა.